ძირითად შინაარსზე გადასვლა
MeetAny

წესები და კონფიდენციალურობა

მონაცემები უსაფრთხოდ ინახება სერვერზე. ტელეფონი საჯაროა; ელფოსტა საჯაროდ არ ქვეყნდება.

1. რას აკეთებს MeetAny

MeetAny აკავშირებს ბიზნესებს: მომხმარებელი აქვეყნებს განცხადებას საჭიროების შესახებ, კომპანიები კი უგზავნიან წერილობით შეთავაზებებს. MeetAny არ არის გარიგების მხარე, არ იღებს გადახდას და არ აგებს პასუხს პროდუქტის ან მომსახურების ხარისხზე. პირობებს მხარეები ერთმანეთთან პირდაპირ თანხმდებიან.

2. ანგარიში

  • რეგისტრაციისთვის საჭიროა სახელი, ელფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი. ელფოსტა დასტურდება კოდით.
  • კომპანიის ანგარიშის რეგისტრაციისას მიუთითეთ რეალური დასახელება და საქმიანობის მიმართულება.
  • ერთ ადამიანს ან კომპანიას შეიძლება ჰქონდეს ერთი ანგარიში.

3. განცხადებები და შეთავაზებები

  • განცხადება აქტიურია 14 დღე; ავტორს შეუძლია მისი გაგრძელება ან დახურვა. განცხადების შეცვლა შესაძლებელია პირველ შეთავაზებამდე.
  • შეთავაზების ტექსტს ხედავს მხოლოდ განცხადების ავტორი. სხვა მომხმარებლები ხედავენ მხოლოდ შეთავაზებების რაოდენობას.
  • შეთავაზებაში ფასი ზუსტად არ მიეთითება — პირობებსა და ფასს მხარეები პირდაპირ, ტელეფონით თანხმდებიან.
  • აკრძალულია ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან სარეკლამო (სპამ) განცხადებები. ასეთ განცხადებას ადმინისტრაცია მალავს, ხოლო ანგარიშს შეიძლება დაბლოკოს.

4. კომპანიის პროფილი

  • კომპანიის საჯარო პროფილზე ჩანს დასახელება, მიმართულება, ქალაქი, აღწერა, „რას ვთავაზობთ“, „რას ვეძებთ“ და გაგზავნილი/არჩეული შეთავაზებების რაოდენობა.
  • „დადასტურებული“ ნიშანს MeetAny-ს გუნდი ანიჭებს კომპანიის მონაცემების გადამოწმების შემდეგ.

5. პერსონალური მონაცემები

  • მობილური ტელეფონის ნომერი საჯაროა და ჩანს ყველასთვის (დარეკვისთვის). ელფოსტა საჯაროდ არ ჩანს — ეჩვენება მხოლოდ მეორე მხარეს მას შემდეგ, რაც განცხადების ავტორი აირჩევს შეთავაზებას.
  • მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ პლატფორმის მუშაობისთვის და შეტყობინებების გასაგზავნად. მესამე მხარეს არ გადაეცემა.
  • შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ანგარიშისა და მონაცემების წაშლა.

6. გამოყენებული მასალები

  • იკონები: Solar Icon Set (480 Design, CC BY 4.0) და Tabler Icons (MIT).
  • ფოტოები: Unsplash; რუკა: © OpenStreetMap-ის ავტორები.